წრის მუშაობის რეფლექსია
წრის მუშაობის რეფლექსია საგნობრივი წრე მოიცავდა ერთ სემესტრს, კერძოდ 2019 წლის 31 იანვრიდან 15 მაისამდე. მასში გაერთიანებულები იყვნენ VIII კლასის მოსწავლეები. საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები, განხილული საკითხების შესაბამისობა ესგ-ის მოთხოვნებთან. წრის მეცადინეობის დაწყებამდე პირად ბლოგზე გავაკეთე განცხადება საწრეო მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, რასაც გამოხმაურება მოჰყვა მშობელთა და მოსწავლეთაგან. მათი განცხადების საფუძველზე კი მოხდა წრის დაკომპლექტება 13 მოსწავლით. მოტივირებულ, მაძიებელ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებითი მუშაობა; კონკრეტული მითითებები, თანამშრომლობითი, დამოუკიდებელი აზროვნების, ძიების, დაკვირვების უნარ- ჩვევების განვითარება. პირველი სამუშაო შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საწრეო მუშაობის როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლის ცხოვრებაში, შევადგინეთ შეხვედრების გრაფიკი და შესასრულებელი სამუშაოების თემატიკა, გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, ჩავინიშნე მათი მოთხ...