წრის მუშაობის რეფლექსია. საბაზო საფეხური VII კლასი. მასწავლებელი: ნანი ტაბატაძე 2018 /19 სასწავლო წლის I სემესტრში ჩამოვაყალიბე მათემატიკის წრე საბაზო საფეხურის კლასისთვის, კერძოდ მე-7 კლასელთათვის. თითოეულმა მოსწავლემ შეავსო განაცხადი წრეში გაერთიანების შესახებ. კლასის ყველა მოსწავლე დაინტერისებული იყო წრეში გაერთიანებაზე და მართლაც წრის მუშაობის დაწყებიდან დამთავრებამდე ყველა მოსწავლე იყო დიდი ინტერესით ჩაბმული წრის მუშაობაში. წრის მუშაობის დაწყებისას მოსწავლეებში მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები. მოსწავლეებს გავაცანი წრის მოკლე დახასიათება, პროგრამა და მიზანი . თითოეული ჩვენი შეხვედრა იყო მოტივირებული. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული საწრეო მუშაობაში, სწრაფად და უშეცდომოდ ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს. წრის მუშაობისთვის წინასწარ მქონდა სამუშაოდ მასალა დაქსეროქს...