წრის მუშაობის რეფლექსია


                 წრის მუშაობის რეფლექსია.
საბაზო  საფეხური VII კლასი.       მასწავლებელი: ნანი ტაბატაძე
2018/19  სასწავლო წლის I სემესტრში ჩამოვაყალიბე მათემატიკის წრე საბაზო საფეხურის კლასისთვის, კერძოდ მე-7  კლასელთათვის. თითოეულმა მოსწავლემ შეავსო განაცხადი წრეში გაერთიანების შესახებ. კლასის ყველა მოსწავლე დაინტერისებული იყო წრეში გაერთიანებაზე და მართლაც  წრის მუშაობის დაწყებიდან დამთავრებამდე  ყველა მოსწავლე იყო დიდი ინტერესით  ჩაბმული წრის მუშაობაში.
წრის მუშაობის დაწყებისას მოსწავლეებში მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები.  მოსწავლეებს გავაცანი წრის მოკლე დახასიათება, პროგრამა  და  მიზანი .
თითოეული ჩვენი შეხვედრა იყო მოტივირებული. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩაბმული საწრეო მუშაობაში, სწრაფად და უშეცდომოდ  ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს.  წრის მუშაობისთვის წინასწარ მქონდა სამუშაოდ მასალა დაქსეროქსებული, ვიყენებდი კომპიუტერს და პროექტორს.   რაც შეეხება სახალისო მათემატიკური ამოცანები და სახალისო გამოცანები თვითონ მოსწავლეებსაც ქონდათ მომზადებული მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის. კლასი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე  უმეტესად მუშაობდა ჯგუფებად. წრის მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა ერთ საათს.
დისციპლინის მხრივ კი ვფიქრობ რომ ცოტა ზედმეტ ხმაურს იწვევდა, რაც ალბათ ბუნებრივიცაა.
მუშაობის დასასრულს მოვაწყე ვიქტორინა. კლასი ორ გუნდად გაიყო;  დასაწყისში  გუნდი „არითმეტიკა“ იყო წინ და საბოლოო შედეგითაც .  მქონდა კითხვარები ჯგუფის კაპიტნებთან. გუნდ „თეორემის“ კაპიტანმა ყველა დასმულ კითხვას სწორი პასუხი გასცა, მხოლოდ ერთ კითხვაზე შეყოვნდა „არითმეტიკის“ კაპიტანი. კმაყოფილება გამოთქვეს ორივე გუნდმა, განსაკუთრებით „თეორემის“  წევრებმა, მეტი დაინტერესებაა როცა ერთ-ერთი გუნდი მიდის წინო.  დასასრულს მოსწავლეები დავაჯილდოვე სიგელებით. შუალედში ავტვირთე ფოტო მასალები პირად ბლოგზე.
ვფიქრობ, რომ  ნაყოფიერი იყო მუშაობა, ამიტომ ვთვლი რომ მივღწიე  წრის მუშაობისთვის განსაზღვრულ  მიზანს.


Comments