წრის მუშაობის რეფლექსია
წრის მუშაობის რეფლექსია
საგნობრივი
წრე მოიცავდა ერთ სემესტრს, კერძოდ 2019 წლის 31 იანვრიდან 15 მაისამდე. მასში გაერთიანებულები
იყვნენ VIII
კლასის
მოსწავლეები. საგნობრივი წრის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა შესაძლებლობები,
განხილული საკითხების შესაბამისობა ესგ-ის მოთხოვნებთან.
წრის მეცადინეობის დაწყებამდე პირად ბლოგზე გავაკეთე განცხადება საწრეო მუშაობის
დაწყებასთან დაკავშირებით, რასაც გამოხმაურება მოჰყვა მშობელთა და მოსწავლეთაგან. მათი განცხადების საფუძველზე კი მოხდა წრის დაკომპლექტება 13 მოსწავლით.
მოტივირებულ,
მაძიებელ მოსწავლეებს სჭირდებათ დამატებითი მუშაობა; კონკრეტული მითითებები, თანამშრომლობითი,
დამოუკიდებელი აზროვნების, ძიების, დაკვირვების უნარ- ჩვევების განვითარება.
პირველი სამუშაო შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საწრეო
მუშაობის როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლის ცხოვრებაში, შევადგინეთ შეხვედრების გრაფიკი და შესასრულებელი სამუშაოების
თემატიკა, გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები, ჩავინიშნე მათი მოთხოვნები, რასაც
გავითვალისწინებ მუშაობის პროცესში, პროგრამა შეესაბამებოდა ესგ-ს საჭიროებებს და დავადგინეთ,
რომ შევიკრიბოთ კვირაში ერთჯერ ხუთშაბათ დღეს , მეხუთე გაკვეთილის შემდეგ ერთი საათი.
წრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფართოება დამოუკიდებლად მუშაობის უნარის ჩამოყალიბება. მოსწავლეთა ჩართვა
სწავლის პროცესში, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის გამოყენების აუცილებლობის ჩვენება.
ჩვენი
მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს პროგრამით
გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა როგორც პროგრამული მასალის
ათვისება განმტკიცებას, ასევე ემსახურებოდა არგუმენტირებული მსჯელობის, დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, დასკვნების
გამოტანის, შეფასების თუ სხვა უნარ ჩვევების გამომუშავებას.
წრის
მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა გრაფიკისა და პროგრამის მიხედვით. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საჭიროებები, მეტი
რესურსის მოძიება , უფრო მეტი საინტერესო მასალების მორგება თემებზე, რასაც შემდგომში გავითვალისწინებ.
გამოკითხვის
შემდეგ გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონთ საწრეო მუშაობა, ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ შექმნილი სამუშაო გარემოსათვის, ამომწურავი და გასაგები
ახსნისათვის გაუგებარი კითხვების შემთხვევაში,
საინტერესო აქტივობებისათვის .
ვიმედოვნებ,
რომ წრეში გაერთიანებული მოსწავლეები მეტად გაიღრმავებენ ცოდნას და მათემატიკისადმი
ინტერესი და სიყვარული ჩამოუყალიბდებათ. მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ შემდგომი
წარმატებისათვის.
Comments
Post a Comment