მათემატიკის წრის პროგრამა მე-7 კლასში
მათემატიკის წრე: „ნორჩი მათემატიკოსები“
2018
წლის ოქტომბრის თვიდან ძლევიჯვარის ბ. კაპანაძის სახელობის სკოლაში ფუნქციონირებას
იწყებს მათემატიკის წრე „ნორჩი მათემატიკოსები".
წრის მიზანია:
·
გაკვეთილზე შესასწავლი მასალის
საფუძვლიანად ათვისება
·
სააზროვნო და
პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
·
სახალისო მათემატიკური ამოცანების ამოხსნა
·
მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფართოვება
წრის მოკლე დახასიათება: წრეში ნებაყოფლობით
გაწევრიანება შეეძლებათ მე-7 კლასის მოსწავლეებს . წრის მუშაობა წარიმართება მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინებით. ის დატვირთული იქნება, როგორც პროგრამული მასალიდან საკითხებით,
ასევე სახალისო მათემატიკური ამოცანებით.წრის
მუშაობის დასასრულს მოაწყობენ მათემატიკურ ვიქტორინას.
წრე
აქტუალურია, რადგან ის ხელს შეუწყობს პროგრამული მასალის უკეთ ათვისებას, ასევე ლოგიკური აზროვნებისა და იმ უნარ-ჩვევების განვითარებას,
რომელსაც მათემატიკის სწავლების პროცესში იძენენ მოსწავლეები. წრეში მოსწავლეთა რაოდენობაა: 10-15 მოსწავლე. I-II სემესტრის განმავლობაში ჩატარდება
10-12 შეხვედრა.
წრის ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი: ნანი ტაბატაძე
წრის სამუშაო
პროგრამა
რიცხვი,თვე
|
მეცადინეობის N
|
წრის მეცადინეობის
თემატიკა
|
წრის მეცადინეობის
მიზანი
|
წრის მეცადინეობის
შედეგი
|
|
30.10.18
|
N1
|
1.
საორგანიზაციო საკითხი
2. ამოცანების ამოხსნა უკუსვლის მეთოდით.
|
|
|
|
6.11.18
|
N2
|
1.
წილადების გაყოფა
2.
სახალისო მათემატიკური ამოცანები
|
|
|
|
13.11.18
|
N3
|
1.
ამოცანების ამოხსნა
2.
სახალისო გამოცანები
|
·
გავლილი მასალის გამეორება და ამოცანების ამოხსნისას მისი გამოყენება.
·
ჩართულობის მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში.
|
·
მოსწავლე გაეცნობა ამოცანების ამოხსნის რამდენიმე ხერხს, შემდეგ კი დამოუკიდებლად გამოიყენებს საწრეო
მეცადინეობაზე.
·
მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთვებიან სახალისო გამოცანების ამოხსნაში.
|
|
20.11.18
|
N4
|
მცირე ჯგუფებში მათემატიკური
თამაშობა „გემობანა“
|
საგაკვეთილო ტრანსფერის
უნარის განვითარება
|
მოსწავლეები შეძენილ
ცოდნას გამოიყენებენ თემის „წერტილის კოორდინატები
სიბრტყეზე „ შესწავლისას.
|
|
27.11.18
|
N5
|
1. "learningapps.orp"-ში მუშაობა მათემატიკურ დავალებებზე.
2.
სახალისო მათემატიკური ამოცანები
|
·
მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება
|
|
|
4.12.18
|
N6
|
1.
„მოისაზრეს“ ამოცანა
2.
სახალისო მათემატიკური ამოცანა
|
·
მოსწავლეებს განუვითარდეთ ლოგიკური აზროვნების და მსჯელობის უნარი
·
მოსწავლეებში ლიდერობის უნარის განვითარება.
|
·
მოსწავლე გაიწაფება პრობლემაში შესაძლო ვარიანტების კვლევაში
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ ლიდერობის უნარი.
|
|
11.12.18
|
N7
|
კროსვორდის შევსება
|
პრაქტიკული და კრიტიკული უნარის განვითარება
|
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ პრაქტიკული და კრიტიკული უნარი.
|
|
18.12.18
|
N8
|
1. წილადებზე მოქმედებები.
2.
სახალისო გამოცანა
|
|
.
|
|
20.12.18
|
N9
|
1. გეომეტრიული ფიგურები.
2. სახალისო მათემატიკური
ამოცანა
|
|
მოსწავლე შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკული
ამოცანების ამოხსნისას.
მოსწავლეები შეძლებენ ამოცანების ამოხსნას.
|
|
25.12.18
|
N10
|
„მოისაზრეს“ ამოცანები
წიგნში მოცემული გვერდების მიხედვით გამოყენებული ციფრების რაოდენობის დადგენა
|
მოსწავლემ შეძლოს ამოცანის
ამოხსნა ,გვერდების მიხედვით გამოყენებული ციფრების დადგენა
|
მოსწავლე შეძლებს ამოცანის ამოხსნას
|
|
31.01.19
|
N11
|
ჯგუფური შეჟიბრი სახალისო
მათემატიკურ ამოცანებზე
|
მოსწავლემ გაიფართოვოს ლოგიკური აზროვნება
|
მოსწავლე შეძლებს ლოგიკური
აზროვნების გაფართოვებას
|
|
1.
ამოცანები პროგრამული მასალიდან
2.
სახალისო მათემატიკური ამოცანები
|
მოსწავლეებმა „ვიქტორინაზე
„შეძლონ ნასწავლი მასალის შეჯამება
|
მოსწავლეები შეძლებენ
„ვიქტორინაზე“ ნასწავლი მასალის შეჯამებას
|
|||
წრის მუშაობის ხანგრძლივობა: 45წთ-1სთ.
გამოყენებული რესურსები: მათემატიკის სახელმძღვანელო (ვეფხვაძე, გოგიშვილი), წინასწარ
გამზადებული ამოცანები თაბახის ფურცლებზე, კომპიუტერი პროექტორით, მცირე ზომის ფიგურები,
საწერი საშუალებები.
Comments
Post a Comment